ბათუმის ''დინამოს'' მატჩი ერთი თვით გადაიდო

26 ოქტომბერი 2020, 10:12 216 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-14 ტურის მატჩი ‘’დინამო’ ბათუმსა და თბილისის ‘’ლოკომოტივს’’ შორის გადაიდო. მიზეზი ქვეყანაში გაუარესებული ეპიდვითარებაა.

შეხვედრა 1 თვის შემდეგ, 26 ნოემბერს გაიმართება.

ეროვნულ ლიგას სწორედ დინამო ბათუმი ლიდერობს. გია გეგუჩაძის გუნდმა, 13 ტურის შემდეგ, 26 ქულის მოპოვება მოახერხა და დინამო თბილისს 1 ქულით უსწრებს, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

თბილისის ,,ლოკომოტივი” 19 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში