ავარიული დაზიანების გამო ფრიდონ ხალვაშის გამზირს წყალმომარაგება შეუწყდა

26 ოქტომბერი 2020, 18:40 1115 ნახვა

ბათუმის წყლის ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო, ღამის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა ფრიდონ ხალვაშის გამზირს.

კომპანიის ინფორმაციით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში