ბელარუსში 600-მდე დემონსტრანტი დააკავეს

27 ოქტომბერი 2020, 13:35 711 ნახვა

600-მდე ადამიანი დააკავეს ბელარუსში საპროტესტო აქციებზე.  მათგან 486 ადამიანი დედაქალაქ მინსკში დააკავეს.  აქციებში ძირითადად სტუდენტები და პენსიონერები მონაწილეობდნენ. დაკავებულებს შორის 20 ექიმი და სამედიცინო ინტიტუტის ათობით სტუდენტია.

საწარმოებმა, რომელთა თანამშრომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ, ისინი სამსახურიდან დაითხოვეს.  26 ოქტომბრის ღამეს ბელარუსის პრეზიდენტობის ექს-კანდიდატის სვეტლანა ტიხანოვსკაიას მიერ ქვეყნის ხელისუფლებისადმი წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა და ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები, მიტინგები და გაფიცვები დაიწყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში