ოპოზიციის აქცია აჭარის საოლქო კომისიებთან

11 ნოემბერი 2020, 20:10 1007 ნახვა

ხმაურისა და საპროტესტო აქციების ფონზე  უყარეს დღეს კენჭი 2020-ის არჩევნების შემაჯამებელ ოქმებს. თითქმის ერთი და იმავე სცენარით ვითარდებოდა მოვლენები ქვეყნის მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიებთან. 

მაგალითად  ბათუმის 79-ე ოლქში შემაჯამებელი ოქმების შედგენის პროცედურას  კომისიის 12 წევრის ნაცვლად 10 დაესწრო. სხდომა პროტესტის ფონზე დატოვეს ,,ევროპული საქართველოსა“  და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრებმა, ასევე დამკვირვებლებმა.  

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კი ოლქის შენობის კედლებზე გააკრეს  თაბახის ფურცელზე ამობეჭდილი პირველადი  შედეგები, რომელიც მათი თქმით,  გაყალბებულ არჩევნებს ადასტურებს.  შემაჯამებელ ოქმს ხელი არ მოაწერეს არც ხელვაჩაურში და არც ქობულეთში კომისიის ოპოზიციონერმა წევრებმა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი