ეუთოს მინისტრთა საბჭოს 27-ე შეხვედრა

04 დეკემბერი 2020, 11:45 125 ნახვა

დავით ზალკალიანი ეუთოს მინისტრთა საბჭოს 27-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. საგარეო უწყების ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას დავით ზალკალიანმა  ყურადღება გაამახვილა საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებულ რთულ ვითარებაზე და ეუთოს რეგიონში არსებული გამოწვევების დასაძლევად ეუთოს ეფექტიანობის გაზრდის მნიშვნელობაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში