აჭარის ბიუჯეტი კორექტირებულია

07 დეკემბერი 2020, 20:09 959 ნახვა

აჭარის მომავალი წლის  ბიუჯეტის განხილვა უმაღლესი საბჭოს წამყვან კომიტეტებში კვირის ბოლომდე უნდა გაიმართოს. შენიშვნებით უკან დაბრუნებული ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი უმაღლეს საბჭოში უკვე შევიდა.

შენიშვნები ძირითადად  კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით პროგრამების დაფინანსების გაზრდას, ასევე სოციალური დახმარებებისა და კულტურული ღონისძიებების ჩატარების საკითხებს ეხებოდა.

ბიუჯეტს, სავარაუდოდ, ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭო დაამტკიცებს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში