პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომაზე, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას, გიორგი გახარიამ ისაუბრა სახელმწიფო ბალანსზე არსებული საწარმოების არაეფექტურობაზე და განაცხადა, რომ ზოგიერთი საწარმო კერძო მფლობელობაში გადავა. პრემიერობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა ოთხ საკვანძო მიმართულებაზე, რომელთა შორისაა საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები; მან დრო დაუთმო ოპოზიციის კრიტიკასაც და მათ ქმედებას დესტრუქციული უწოდა.