მილიონობით ლარი აიპების შენახვისთვის-მესამე სექტორის კითხვები და რეკომენდაციები

20 იანვარი 2021, 11:49 1153 ნახვა

41 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება ყოველწლიურად აჭარის 6 მუნიციპალიტეტში მოქმედი აიპებისთვის- „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მორიგი კვლევა. ორგანიზაციაში აცხადებენ,  რომ რამდენიმე აიპის არსებობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, რადგან მუნიციპალიტეტები ვერ ასაბუთებენ, თუ რა გადაუდებელი აუცილებლობით არის განპირობებული მათი  არსებობა და შესაბამისად, მათი ფუნქციონირებისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი.  კვლევის ავტორების თქმით,  2020 წლის ივნისის მდგომარეობით  აჭარაში სულ 52  აიპი მუშაობს,   რაც 2015 წლის სექტემბრის მონაცემებზე 2-ით მეტია.    ორგანიზაცია თვითმმართველობებს რეკომენდაციით მიმართავს, რომ შეისწავლონ საქმიანობის ის მიმართულებები, რომელთა ჯეროვნად შესასრულებლად აიპების არსებობა გადაუდებელი აუცილებლობაა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გადადგან ნაბიჯები გარკვეული მომსახურებების ტენდერის გზით მიღებაზე, რაც მესამე სექტორის მოსაზრებით  შეამცირებს, როგორც ადმინისტრაციულ დანახარჯებს, ასევე დაზოგავს საბიუჯეტო სახსრებს. კვლევა .„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” აჭარის მუნიციპალიტეტებისგან და მუნიციპალური ა(ა)იპ-ებისგან გამოთხოვილი  ინფორმაციის საფუძველზე მოამზადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში