შეხვედრა ევროპის საბჭოს მომხსენებლებთან

11 თებერვალი 2021, 11:43 625 ნახვა

ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებების და ე.წ. ბორდერიზაციის საკითხები განიხილა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევროპის საბჭოს მომხსენებლებთან. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრეს. ევროსაბჭოს წარმომადგენლების ვიზიტის მიზანია, შეისწავლონ ადამიანის უფლებების მხრივ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, რაც შემდგომ ევროპის საბჭოს შესაბამის ანგარიშში აისახება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში