ნიკა მელიას დაკავება

23 თებერვალი 2021, 15:49 1033 ნახვა

სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში დილით საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი ამ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს. დაკავების დროს, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სასწრაფო სამედიცინო დახმარება 17 მოქალაქეს დასჭირდა. პარალელურად დააკავეს რამდენიმე ადამიანი, რამდენიმე საათში კი დაკავებული 21 მოქალაქე ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა. გავრცელებული ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან წაიღეს კომპიუტერული ტექნიკა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი