„დინამო“ ბათუმი VS ქობულეთის „შუქურა“

05 მარტი 2021, 12:44 474 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე ტურში, ერთმანეთს ‘’დინამო’’ ბათუმი და ქობულეთის ‘’შუქურა’’ დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 3 ქულისთვის გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 20:00 -ზე დაიწყება. ‘’დინამო’’ ბათუმმა ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ქუთაისის ‘’ტორპედოს’’ ესტუმრა და ანგარიშით 0-1 დაამარცხა. ხოლო ეროვნულ ლიგაში  ქობულეთის ‘’შუქურამ’’ პირველი შეხვედრა გორის ‘’დილასთან’’ 1-0 დათმო. გუნდები ჩემპიონატს გაძლიერებული შემადგენლობით ხვდებიან, მათ სატრანსფერო ფანჯარაზე სხვადასხვა გუნდიდან 11-11 ახალი მოთამაშე შეიძინეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში