დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადება

30 ივლისი 2021, 09:45 1002 ნახვა

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას აქვეყნებს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოც. შეშფოთებას გამოთქვამენ 19 აპრილის შეთანხმებიდან მმართველი პარტიის  გასვლის შესახებ. გაერთიანებული სამეფოს საელჩო აფასებს 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებსაც.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თბილისი პრაიდის დროს  ჟურნალისტებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა, ეჭვები გააჩინა საქართველოს არჩეული პოლიტიკური გეზის თაობაზე.

გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს, განაგრძონ შეთანხმებით გათვალისწინებული სასამართლო, საარჩევნო და კონსტიტუციური რეფორმების სერიის განხორციელება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში