„ევროპულმა საქართველომ“ ბათუმში ოპოზიციის ნაწილის მიერ შეთანხმებული საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი და რეგიონის გუნდი წარადგინა

17 სექტემბერი 2021, 14:22 953 ნახვა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა ბათუმში, საკრებულოს შეთანხმებული ოპოზიციური თავმჯდომარეობის კანდიდატი, ვახტანგ კალოიანი და აჭარის რეგიონის გუნდი წარადგინეს.

ოპოზიციის შეთანხმების თანახმად, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას გამარჯვების შემთხვევაში „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ვახტანგ კალოიანი დაიკავებს.

„ევროპული საქართველოს“ აჭარის რეგიონის გუნდი ასე გამოიყურება: ხულო - თენგიზ ქედელიძე, კახა დეკანაძე, როინ ირემაძე, გენადი ცეცხლაძე; ხელვაჩაური - ლევან ლორთქიფანიძე, ედნარ ფუტკარაძე; ქობულეთი - გიორგი ცინარიძე მაჟორიტარობის კანდიდატი, თემურ ხალვაში საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი; ქედა - იზო ბარამიძე; შუახევი - მირზა თურმანიძე მაჟორიტარობის კანდიდატი და სიის პირველი ნომერი.

პარტიის ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, აჭარის გუნდი არის სწორედ მაგალითი იმ სამოქალაქო შეგნების, პატრიოტიზმის, საღი აზრის და კომპეტენტურობის, რომელსაც „ქართული ოცნების“ დამარცხება შეუძლია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში