ომანსა და ირანში ციკლონმა 13 ადამიანი იმსხვერპლა

05 ოქტომბერი 2021, 13:14 652 ნახვა

13 ადამიანი იმსხვერპლა ციკლონმა  "შაჰინმა", რომელიც ომანისა და ირანის რეგიონებს დაატყდა თავს.  ომანის ჩრდილოეთ სანაპიროზე ციკლონმა ძლიერი წვიმა, წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა. ქარის სიჩქარემ საათში 150 კილომეტრს  მიაღწია.

ირანში ორი მეთევზე დაიღუპა. პაკისტანის საზღვართან  უგზოუკვლოდ 3 ადამიანი დაიკარგა.

სტიქიური უბედურების რეგიონში დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, მათ შორის ელექტროგადამცემი ხაზები და გზები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი