მასწავლებელთა დაჯილდოვება

05 ოქტომბერი 2021, 18:24 1567 ნახვა

მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აჭარაში 65 პედაგოგს პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისთვის მადლობის სიგელები გადაეცა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით,  სასწავლო წლის შედეგებით წარმატებული პედაგოგების დაჯილდოებას საფუძველი რამდენიმე წლის წინ ჩაეყარა და მისი მიზანი პედაგოგთა დამსახურებისა და ღვაწლის ჩვენებაა. მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნავენ. ინფორმაცია და ვიდეო მასალა აჭარის მთავრობამ მოგვაწოდა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში