ექსპრეზიდენტი მხარდამჭერებს აქციაზე უხმობს

12 ოქტომბერი 2021, 19:37 651 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტი მორალურად მხნედ არის. 14 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას სხვა ოპოზიციური პარტიები არ უერთდებიან, რასაც ძირითადი ნაწილი პარტიული ღონისძიებით ხსნის. თავად პროტესტის მონაწილეები კი სამართლიან სასამართლოსა და ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე წარდგომას მოითხოვენ. ხოლო იდგებიან თუ არა ოპოზციონერი კოლეგები ნაციონალური მოძრაობის წევრების გვერდით 14 ოქტომბერს, ამას პარტიის წევრებისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან, როგორც ამბობენ, ისინი იზიარებენ სულისკვეთებას. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მოტივსა და მოთხოვნებს სამართლებრივად დაუსაბუთებელს უწოდებენ მმართველ გუნდში.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში