უგზოობა აჭარის მაღალმთიანეთში

25 დეკემბერი 2021, 11:55 804 ნახვა

თითქმის უცვლელია ვითარება მაღალმთიან აჭარაში. დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების ნაწილი კვლავ მოუგვარებელია მაღალმთიან აჭარაში. შიდა სასოფლო გზების უმეტესობა კვლავ  გაუწმენდავია, მოქალაქეები აცხადებენ რომ ცენტრებამდე  გადაადგილება  ფეხით უწევთ.  ლიპყინულის გამო მოძრაობა შეფერხებულია ცენტრალურ მაგისტრალზეც აქ მხოლოდ მაღალი ავტომობილებისთვისაა მოძრაობა დასაშვები. კვლავ შეზღუდვებია ელექტრომომარაგებაში.  შუქი არ მიეწოდება ხულოს, შუახევისა და ქედაის   რამდენიმე სოფელს. ენერგოპროჯორჯიას პრესცენტრის ინფორმაციით  მათივე ბრიგადები დაზიანებულ კერებზე აქტიურად მუშაობენ და უახლოეს პერიოდში  ხარვეზი აღმოიფხვრება. რაც შეეხება გზებს, საგზაო დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დღის ბოლომდე სამივე მუნიციპალიტეტში თემებთან მისასვლელი გზების გაწმენდა დასრულდება,  პარალელურად იწმინდება სოფლებიც.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში