ქართველი მოჭიდავეები 28 მარტიდან ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ

17 მარტი 2022, 19:41 1697 ნახვა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. კონტინენტის პირველობა 28 მარტს დაიწყება და 3 აპრილს დასრულდება.

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების ვებ- გვერდზე წინასწარი შემადგენლობები უკვე გამოქვეყნდა. საქართველოს ბერძნულ-რომაულ და თავისუფალი ჭიდაობის ყველა წონით კატეგორიაში ეყოლება წარმომადგენელი.

საერთო ჯამში 10-10 წონით კატეგორიაში 20 ქართველი მოჭიდავე მოსინჯავს ძალებს. სამაგიეროდ ევროპირველობა რუსი მოჭიდავეების გარეშე ჩაივლის.

ცნობილი დისკვალიფიკაციის გამო ეს პირველი ევროპის ჩემპიონატი იქნება რუსების გარეშე. თავისუფალი ჭიდაობა წინასწარი შემადგენლობა კი ასეთია:

  • ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ.);
  • თეიმურაზ ვანიშვილი (61 კგ.);
  • ბექა ლომთაძე (65 კგ.);
  • ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ.);
  • გიორგი სულავა (74 კგ.);
  • ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ.);
  • ტარზან მაისურაძე (86 კგ.);
  • მირიან მაისურაძე (92 კგ.);
  • ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.);
  • გენო პეტრიაშვილი (125 კგ.).

საქართველოს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ნაკრებში 10 დან 5 აჭარის საჭიდაო სკოლის წარმომადგენელი იქნება.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა წინასწარი შემადგენლობა:

  • ნუგზარ წურწუმია (55 კგ.), ფრიდონ აბულაძე (60 კგ.);
  • ლერი აბულაძე (63 კგ.);
  • რამაზ ზოიძე (67 კგ.);
  • შმაგი ბოლქვაძე (72 კგ.);
  • ბექა მამუკაშვილი (77 კგ.);
  • გელა ბოლქვაძე (82 კგ.);
  • რობერტ კობლიაშვილი (87 კგ.);
  • რევაზ ნადარეიშვილი (97 კგ.);
  • იაკობ ქაჯაია (130 კგ.).

უნგრეთის დედაქალაქში ევროპის ჩემპიონატზე 400 ზე მეტს მონაწილეს ელოდებიან.

მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანება წერს რომ ტურნირზე ბევრი მაღალი დონის მოჭიდავე იქნება. განსაკუთრებით კი ქართველი გენო პეტრიაშვილი და თურქი ტაჰა აკგული გამოყვეს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში