საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში

17 მარტი 2022, 20:30 1047 ნახვა

თბილისის ძიუდოს აკადემიაში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში, რომელიც ნევაზაში _ ქვეჭიდში გაიმართა. აღნიშნული ტურნირით საქართველოს ძიუდოს ფედერაცია აგრძელებს პროგრამას, რომლითაც ქართველ ძიუდოისტებს მათთვის ერთ-ერთი სუსტი კომპონენტის, პარტერში ჭიდაობის დახვეწაში ეხმარება. აჭარის ნაკრებმა, რომელიც ჩემპიონატზე შვიდი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, სამი მედალი მოიპოვა. ლუკა დავითაძე ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, აჩიკო კოჩალიძემ და ანდრია გენძეხაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. აჭარის ჭაბუკთა ნაკრები უკვე საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში