ვადამდელი არჩევნები - რა გეგმა აქვს ენმ-ს?

19 აპრილი 2022, 17:32 1197 ნახვა

ვადამდელი არჩევნების მისაღწევად "ნაციონალური მოძრაობა" ქუჩის მასშტაბურ აქციებს აანონსებს, მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა - როგორია სააკაშვილის გეგმა ციხიდან და რა დავალება მისცა მან პარტიას ამის შესახებ, ექსპრეზიდენტთან კონსულტაციების გავლის შემდეგ ლევან ხაბეიშვილისგან გახდა ცნობილი. მისივე თქმით, პოლიტიკური მღელვარების მიზეზად უნდა იქცეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. გარდა ამისა ხაბეიშვილი ფიქრობს, რომ მასობრივი აქციების შემთხვევაში ისინი შეძლებენ ხელისუფლება ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე წამოიყვანონ.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში