ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი რეფერენდუმზე

14 მაისი 2022, 13:02 643 ნახვა

ოკუპირებული ცხინვალის ახალი ე.წ. პრეზიდენტი, ალან გაგლოევი ამბობს, რომ რუსეთთან მიერთება ოსი ხალხის "საუკუნოვანი ოცნებაა".

მისი თქმით, როდესაც კრემლი უკრაინაში "სამხედრო ოპერაციას" დაასრულებს, "სამხრეთ ოსეთი" ისევე იქნება რუსეთის ნაწილი, "როგორც ეს ადრე იყო". შეგახსენებთ 17 ივლისს  ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მოქმედმა პრეზიდენტმა, საქართველოს ოკუპირებული რეგიონის რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმი დანიშნა.

ბიბილოვის განცხადებით, მალე ახდება „დიდი ოცნება", რადგან სამხრეთი ოსეთი და რუსეთი „დაკავშირებულია ერთი ისტორიით" და მოვიდა დრო, რომ „ერთხელ და სამუდამოდ" გაერთიანდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში