ესპანეთის გრან პრი ჭიდაობაში ქართველების ტრიუმფით დასრულდა

09 ივლისი 2022, 10:45 457 ნახვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, მადრიდში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე - ესპანეთის გრან პრიზე, ექვს წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა 19 ქვეყნის ნაკრებს შორის!

ჩემპიონები გახდნენ: ნუგზარ წურწუმია, ფრიდონ აბულაძე, ლერი აბულაძე, რამაზ ზოიძე, იური ლომაძე და ზვიად პატარიძე. ლუკა ოჩიგავა, შმაგი ბოლქვაძე და გელა ბოლქვაძე ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ.

აღსანიშნავია რომ ნაკრებში ხუთი ფალავანი აჭარის სკოლის წარმომადგენელია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში