ლაშა შავდათუაშვილი ოქროსკენ მიიწევს

09 ივლისი 2022, 17:08 651 ნახვა

ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოსტთან გრანდ სლემზე მეორე დღეს ასპარეზობაში 73 და 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ფალავნები ჩაებნენ. 73-ში ასპარეზობს ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, რომელიც ნახევარფინალში გავიდა. შავდათუაშვილი პოლონელ ადამ სტოდოლსკის დაუპირისპირდება.

რაც შეეხება 81 კგ-ში მოასპარეზე ზაურ დვალაშვილსა და გიორგი შერაზადიშვილს, ისინი ბრძოლას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ. ფინალური ბლოკი კი 19 საათიდან გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბუდაპეშტის გრანდ სლემზე პირველ საშეჯიბრო დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა ორი მედლის მოპოვება შეძლეს.

60კგ-ში ლუხუმ ჩხვიმიანი ვერცხლისმედალოსანი გახდა, ამავე წონაში ახალგაზრდა თემურ ნოზაძე კი მესამე ადგილზე გავიდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში