სირიამ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა

20 ივლისი 2022, 14:01 516 ნახვა

სირია უკრაინასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს - ამის შესახებ ბი-ბი-სი წერს. დამასკომ ეს ნაბიჯი უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილების საპასუხოდ გადადგა. მანამდე უკრაინამ გაწყვიტა სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ  დაიძაბა, რაც ივნისში  ოფიციალურმა დამასკომ უკრაინის თვითგამოცხადებული  დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების  დამოუკიდებლობა აღიარა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში