აშშ-ის სენატმა შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

04 აგვისტო 2022, 10:22 912 ნახვა

აშშ-ის სენატმა 99 ხმით ერთის წინააღმდეგ, შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების ხელშეკრულების რატიფიცირება განახორციელა. 

წინააღმდეგ ერთადერთმა რესპუბლიკელმა სენატორმა მისურიდან, ჯოშ ჰოულიმ დააფიქსირა ხმა.

დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გადაიგზავნება.

ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება უკვე მოახდინეს საფრანგეთი, იტალიამ, ალბანეთმა, ბელგიამ, ბულგარეთმა, კანადამ, ხორვატიამ, დანიამ, ესტონეთმა, გერმანიამ, ისლანდიამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, ლუქსემბურგმა, მონტენეგრომ, ნიდერლანდებმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ, ნორვეგიამ, პოლონეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, რუმინეთმა, სლოვენიამ.

უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის ფონზე, შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანების განაცხადები ბრიუსელში 18 მაისს წარადგინეს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში