"დინამო" ბათუმისა და "საბურთალოს" მატჩის ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება

16 აგვისტო 2022, 09:58 970 ნახვა

"დინამო" ბათუმი ეროვნული ლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში თბილისის "საბურთალოს" უმასპინძლებს.მატჩი 21 აგვისტოს ბათუმის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის ბილეთების რეალიზაცია დღეს 16 აგვისტოს დილის 11:00 საათზე საიტ Biletebi.ge-ზე დაიწყება.

ბილეთის ფასი 5,10 და 25 ლარი იქნება. ბილეთების ფიზიკური გაყიდვა სტადიონის სალაროებში კი 19 აგვისტოდან დაიწყება. 21 ჩატარებული მატჩის შემდეგ ბათუმელები 50 ქულით გათამაშების ერთპიროვნული ლიდერები არიან, "საბურთალოს" კი 30 ქულა აქვს და მე-5 ადგილზე იმყოფება.

ამ გუნდებს შორის მიმდინარე სეზონში გამართული ორივე მატჩი ფრედ დასრულდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში