ესპანეთში ხანძარს ებრძვიან

17 აგვისტო 2022, 14:03 236 ნახვა

ესპანეთში ხანძარს ებრძვიან. 20-მდე მგზავრი მაშინ დაშავდა, როდესაც მატარებელი გზად ხანძრის კერებს მიუახლოვდა.

გავრცელებული ინფორმაციით მგზავრები ევაკუაციის მიზნით ფანჯრიდან გადახტნენ, რა დროსაც დაშავდნენ,  სამს მძიმე დამწვრობები აღენიშნებათ.

დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მატარებელში სულ 48 მგზავრი იმყოფებოდა.

ესპანეთში ძლიერი ხანძარი უკვე რამდენიმე დღე მძვინვარებს, სტიქიის ზონებიდან უკვე ათასობით ადამიანია ევაკუირებული.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში