აშშ-ში ,მთავრობის ე.წ შათდაუნის გამო ათასობით ფრენა გაუქმდა ან გადაიდო. მთელი ქვეყნის მასშტაბით გასულ დღეს 40 ყველაზე დატვირთულ აეროპორტს შეექმნა პრობლემები, რის გამოც გაუქმდა 855 და გადაიდო 2 301 ფრენა. გავრცელებული ცნობით, აეროპორტები საჰაერო მოძრაობის დისპეტჩერების დეფიციტს განიცდიან, რომელთა ნაწილიც ფედერალური მთავრობის დახურვის დროს ანაზღაურების გარეშე მუშაობს. ავიაციის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ე.წ შათდაუნის გამო შესაძლოა დღეში 4 ათასამდე რეისი შემცირდეს. აშშ-ის სენატი ცდილობს შეთანხმების მიღწევას მთავრობის მუშაობის აღსადგენად, რომელიც უკვე 37 დღეა შეჩერებულია.