რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება

12 სექტემბერი 2022, 18:22 630 ნახვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსული ძალები განაგრძობენ ხარკოვის ოლქში უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე საჰაერო იერიშების მიტანას. ეს განცხადება ხარკოვის ოლქში რუსეთის წარმომადგენლის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინული ძალები ელვისებური კონტრშეტევის დროს რუსულ ძალებს 8-ჯერ აღემატებოდა. უკრაინის არმიამ იზიუმი დაკუპიანსკი დაიბრუნა,რაც რუსეთის ყველაზე დიდი სამხედრო მარცხია, მარტში კიევის გარეუბნების დატოვების შემდეგ.რუსეთის სახელმწიფო ტელეარხ რასია-24-თან ინტერვიუში ვიტალი განჩევმა განაცხადა, რომ  უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთში რუსეთის მიერ ოკუპირებული დასახლებები დაიბრუნეს და უკრაინა-რუსეთის საზღვარს მიუახლოვდნენ. რეგიონიდან რუსეთში 5 ათასი მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია მოხდა.რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა რუკა,რომელზეც ჩანს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქი თითქმის მთლიანად დატოვეს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში