პუტინი ევროპას ისევ გაზით აშანტაჟებს

17 სექტემბერი 2022, 11:43 496 ნახვა

ვლადიმერ პუტინი ევროპას ისევ გაზით ევაჭრება. პრეზიდენტი ევროპის ენერგოკრიზისთან რუსეთის კავშირს უარყოფს. მისი თქმით, თუ ევროკავშირს მეტი გაზი სურს, უნდა გააუქმოს სანქციები, რომლებიც ხელს უშლის Nord Stream 2 მილსადენის გახსნას. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა უზბეკეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის შემდეგ საუბრისას განაცხადა. „თუ ასე გიჭირთ რუსული გაზის გარეშე, უბრალოდ გააუქმეთ სანქციები გაზსადენზე, რომელიც შეადგენს 55 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს წელიწადში, უბრალოდ დააჭირეთ ღილაკს და ყველაფერი რიგზე იქნება,“ - თქვა ვლადიმერ პუტინმა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში