საერთაშორისო კინოფესტივალი “ლიმონი” დასრულდა

29 ნოემბერი 2022, 11:01 729 ნახვა

საერთაშორისო კინოფესტიალი ,,ლიმონი“ დასრულდა. დახურვის ცერემონია ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა. საღამოზე წარმოდგენილი იყო მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, ასევე ვიდეორგოლები ფესტივალის შესახებ.

დაჯილდოვდნენ სტუდენტური და სადებიუტო-პროფესიული ფილმების საერთაშორისო კონკურსში მონაწილე ფილმები, რომლებიც ფესტივალის ფარგლებში დაკომპლექტებული ჟიურის წევრების მიერ შეირჩა. დაჯილდოებულთა სიაში მოხვდა ნიკოლოზ ვერძაძის დოკუმენტური ფილმი. ფ

ესტივალში 25 ქვეყნის 47-მა კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა, წარმოდგენილი იყო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები.

ფესტივალის ფარგლებში საერთაშორისო ჟიურის წევრებმა კონკურსანტებისთვის მასტერკლასები ჩაატარეს.

კინოფესტივალის ორგანიზატორია „არტ საზოგადოება ლიმონარიუმი“.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში