უკრაინელები იბრძვიან თავისუფლებისთვის - ზელენსკი

05 დეკემბერი 2022, 10:56 173 ნახვა

,,რუსეთს ჯერ კიდევ აქვს რაკეტები და უპირატესობა არტილერიაში, მაგრამ უკრაინელები იცავენ სახლს, იბრძვიან თავისუფლებისთვის და ეს აერთიანებს მთელ მსოფლიოს უკრაინის გარშემო“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ზამთრის გადასატანად აუცილებელია ერთიანობის შენარჩუნება და არავითარი შინაგანი კონფლიქტებისა და ჩხუბის დაშვება არ შეიძლება, რამაც შეიძლება, ქვეყანა დაასუსტოს.

,,ზამთარი რთული იქნება, მაგრამ მაინც ღირს ამ ზამთრის აღქმა არა გამოცდად, არამედ დროდ, რომელიც გვაახლოებს მთავართან, გამარჯვებასთან“-თქვა ტრადიციული ვიდეომიმართვისას. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში