იერუსალიმი ძიუდოში წლის შემაჯამებელ მასტერსს მასპინძლობს

20 დეკემბერი 2022, 11:57 368 ნახვა

დღეს ისრაელის დედაქალაქი ძიუდოში წლის შემაჯამებელ ტურნირს უმასპინძლებს. მასტერსზე საქართველოს ნაკრები 14 სპორტსმენით იასპარეზებს, მათგან 12 მამაკაცია, ხოლო 2 – ქალი. 60 კგ-ში საქართველოს ნაკრებისთვის მედლის მოპოვებას გიორგი სარდალაშვილი შეეცდება. 66 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას ვაჟა მარგველაშვილი დაიცავს. ქალთა შორის 57 კილოგრამში ეთერ ლიპარტელიანი იჭიდავებს. იერუსალიმის მასტერსზე ასევე იასპარეზებენ: ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე, ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე, ვარლამ ლიპარტელიანი, გიორგი ბერიაშვილი და სოფია სომხიშვილი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში