იერუსალიმის მასტერსის პირველი დღე ქართველი ძიუდოისტებისთვის უმედლოდ დასრულდა

21 დეკემბერი 2022, 12:38 445 ნახვა

ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში წლის შემაჯამებელი ტურნირი ძიუდოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული გათამაშება მასტერსი მიმდინარეობს. პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები სამი სპორტსმენით ასპარეზობდა. ეთერ ლიპარტელიანი და ვაჟა მარგველაშვილი პირველ დაპირისპირებებში დამარცხდნენ. ლიპარტელიანმა იაპონელ ცუკასა იოშიდასთან წააგო, მარგველაშვილი კი ფრანგ მაქსიმ გობერთან მტკივნეული ილეთით დამარცხდა. რაც შეეხება გიორგი სარდალაშვილს, მან რეპეშაჯში ბრინჯოს მედლისთვის იჭიდავა და დამატებით დროში გაფრთხილებებით მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერთან, ტაივანელ ვეი იანგთან დამარცხდა. დღეს იერუსალიმის მასტერსზე ისევ სამი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი, ორივე – 73 კილოგრამში და ტატო გრიგალაშვილი 81-შო იჭიდავებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში