550-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია რუსეთში ბიზნესსაქმიანობას აგრძელებს

21 იანვარი 2023, 17:55 593 ნახვა

550-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია, ამ დრომდე რუსეთში ბიზნეს საქმიანობას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“, იელის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად ავრცელებს. კომპანიებს შორის არის იტალიური, Benetton, კალცედონია, ფრანგული – Clarins, Etam, Lacoste, გერმანული - სიმენსი, ბრაუნი და ა.შ.  რუსულ ბაზარზე რჩება ამერიკული კომპანიების ნაწილი. მათ შორის ტომ ფორდი.

ასევე ემირატების, ქატარისა და თურქეთის ავიაკომპანიები. იელის უნივერსიტეტის კვლევაში სულ 1 389 კომპანიაა ჩამოთვლილი და ისინი 4 კატეგორიად არის დაყოფილი. მათგან 223 ჩვეულ რეჟიმში საქმიანობს, 162-მა ფირმამ დადო პირობა, რომ მომავალში დატოვებს რუსულ ბაზარს, მაგრამ ჯერ კიდევ აგრძელებს საქმიანობას, 170-მა კომპანიამ მნიშვნელოვნად შეამცირა რუსეთში საქმიანობა, თუმცა ნაწილობრივ მაინც რჩებიან ბაზარზე. 493-მა კომპანიამ სრულად ან თითქმის სრულად შეაჩერა რუსეთში საქმიანობა და 341-მა სრულად დატოვა  რუსეთი.

როგორც „ევრონიუსი“ წერს, 555 კომპანია ჯერ კიდევ ოპერირებს რუსეთში, რაც იელის უნივერსიტეტის კვლევაში შესული კომპანიების 40%-ს წარმოადგენს.

კვლევის შედეგებზე ევრონიუსთან კომენტარი გააკეთა ევროკომისიის პრესსპიკერმა. მისი თქმით, ევროკავშირის სანქციები არ ავალდებულებს კომპანიებს რუსეთის დატოვებას და ბევრმა სხვაგვარი არჩევანი გააკეთა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში