„სოფელსა შინა“ - სამზადისი პრემიერისთვის

25 იანვარი 2023, 14:19 1072 ნახვა

სამზადისი პრემიერითვის - ბათუმის დრამატული თეატრის ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ალექსანდრე ქანთარიამ თავის პირველ წარმოდგენად ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, მიხეილ ჯავახიშვილის პიესა „შერცხვენილნი“ აირჩია. პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს რეჟისორმა ახალი სათაური - „სოფელსა შინა“ მოუძებნა.

სპექტაკლის პრემიერა 27 იანვარს დრამატული თეატრის დიდ სცენაზე შედგება, მანამდე კი რეჟისორი დასთან  ერთად ბოლო რეპეტიციებს გადის. 

მძაფრი სიუჟეტი, მკაფიოდ გამოხატული პერსონაჟები, ამბის ჯავახიშვილისეული სიღრმე, სოციუმის ფართო სპექტრი, მაყურებელს საქართველოს ბედზე დააფიქრებს.

ბილეთების შეძენა თეატრის სალაროსა და ონლაინ  უკვე დაწყებულია. 

,,სოფელსა შინა" საპრემიერო ჩვენებები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი