„შავი ლომი“ სამხრეთამერიკული ტურნესთვის ემზადება

31 მარტი 2023, 20:40 671 ნახვა

რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზი ''შავი ლომი'' შეიკრიბა და სამხრეთამერიკული ტურნესთვის მზადება დაიწყო. სამხრეთამერიკული ტურნე 2023 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების ნაწილია. ''შავი ლომი'' აპრილსა და მაისის დასაწყისში ამერიკის სუპერლიგის მონაწილეებთან კონკურს გარეშე ხუთ შეხვედრას გამართავს, ქართული ფრენჩაიზი ტურნირში არ ჩაერთვება და თასის მოსაპოვებლად არ იბრძოლებს. ქართველების მეტოქეები არგენტინული „დოგოს 15“ და „პამპასი“, ჩილეს „სელკნემი“, „სუდამერიკა რაგბი 15“ და ურუგვაის „პენაროლი“ იქნებიან.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში