კინოფესტივალი „თაობა“ 

30 ნოემბერი 2023, 09:55 632 ნახვა

აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე კინოფესტივალს მასპინძლობს. პროგრამაში ქართველი და უცხოელი რეჟისორების 15 მოკლემეტრაჟიანი ფილმია.

ჩვენებების შემდეგ იმართება დისკუსია მოსწავლეების ჩართულობით, რომელსაც მოდერატორობას ხელოვნებადმცოდნე ნიკა ფუტკარაძე უწევს.

ფესტივალი სამ დღეს გაგრძელდება და მასში აჭარის სხვადასხვა სკოლიდან 60-მდე მოზარდია ჩართული.

პროექტის ორგანიზატორების განცხადებით, აქტივობები მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში