ინდოეთში პოლიციასა და ფერმერებს შორის შეტაკება მოხდა

21 თებერვალი 2024, 14:15 293 ნახვა

ინდოეთის ხელისუფლებამ გაფიცულ ფერმერებს მოუწოდა   ჩაერთონ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდში. ფერმერებმა, ტრაქტორების, ამწეების და ექსკავატორების თანხლებით, დილიდან დაიწყეს მსვლელობა დედაქალაქისკენ. პოლიციამ მათ შესაჩერებლად პენჯაბის შტატის საზღვარზე ბარიკადები აღმართა და  მთავარი გზატკეცილი გადაკეტა.

პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ინდოელი  ფერმერები მოსავალზე მინიმალური გადასახადის დაწესებას ითხოვენ და მთავრობას მოუწოდებენ, შეასრულოს დაპირება შემოსავლის გაორმაგების შესახებ. სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაცვისა და  ფასების გაზრდის მოთხოვნით ასობით ესპანელი ფერმერი  ტრაქტორებით დედაქალაქ მადრიდის  ცენტრისკენ დაიძრა.

ვარაუდობენ, რომ ისინი  მადრიდის მთავარ შესასვლელებს გადაკეტავენ. ფერმერები ამბობენ, რომ გარემოს დაცვის წესები მათ სხვა რეგიონებთან შედარებით ნაკლებ კონკურენტუნარიანს ხდის. ბერძენი ფერმერები კი  საბერძნეთის პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ათასობით ადამიანი ჩამოვიდა დედაქალაქში ერთი დღით ადრე და ტრაქტორები პარლამენტის წინ გააჩერა. პოლიციის შეფასებით, აქციაში  8 ათასი ფერმერი მონაწილეობს.

ისინი სტიქიური უბედურებებისგან მეტ კომპენსაციას ითხოვენ, მათ პროდუქციაზე დაბალ ფასებს, მაღალ ხარჯებსა და იაფ იმპორტს  აპროტესტებენ.  ასევე უცხოური კონკურენციისგან დაცვას ითხოვენ. ფერმერების საპროტესტო აქციები იმართება ასევე საფრანგეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, პოლონეთსა და იტალიაში. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში