ამერიკის ელჩი აჭარაში

09 სექტემბერი 2024, 20:01 191 ნახვა

დღესვე ამერიკის ელჩი USAID-ის მხარდაჭერილ ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა, რომელიც მომსახურებას და ადვოკატირებას 875-ზე მეტ შშმ პირს და მათ ოჯახებს უწევს.

ვიზიტის დროს ელჩი დანიგანი გაეცნო ცენტრში არსებულ სერვისებს, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარები ეუფლებიან ახალ პროფესიებს,  პოულობენ სამსახურს,  წვდომა აქვთ საჭირო  სერვისებთან და ადვოკატირებას ახდენენ მათივე უფლებების დასაცავად.

ელჩმა დანიგანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს სოციალურ, ეკონომიკურ და სამოქალაქო ცხოვრებაში ყველა ადამიანის სრულყოფილად ჩართვაზე. USAID მხარს უჭერს დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრებს თელავში, ბათუმში, ქუთაისში, ლაგოდეხში, ოზურგეთსა და ზუგდიდში.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში