ბათუმის ხელბურთის კლუბი საქართველოს თასის მფლობელია. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
კლუბი აღნიშნული პრიზის მფლობელი ზედიზედ მესამედ გახდა.
"ამ გამარჯვებით „შავი ზღვის ბიჭებმა“ ევროთასზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.
კლუბი ზედიზედ მესამედ, საერთო ჯამში კი, მეექვსედ გახდა საქართველოს თასის გამარჯვებული", - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.