ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პრესეზონზე სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ მორიგი მატჩი გამართა და „ვაშინგტონი“ სტუმრად 113:112 დაამარცხა. კარგი შეხვედრა ჩაატარა ქართველმა ცენტრმა.
სანდრო მამუკელაშვილმა არასრულ 20 წუთში 8 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი მიითვალა. „ტორონტო“ პრესეზონზე კიდევ ორ მატჩს ჩაატარებს „ბოსტონისა“ და „ბრუკლინის“ წინააღმდეგ, ხოლო NBA-ს სეზონს 23 ოქტომბერს, „ატლანტასთან“ გასვლითი შეხვედრით დაიწყებს.
რაც შეეხება გოგა ბითაძის „ორლანდოს“, „მეჯიქმა“ შინ „მაიამი ჰიტს“ 120:104 მოუგო. ბითაძემ კი 17 წუთში 2 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მოაგროვა. როდესაც ის მოედანზე იყო „ორლანდო“ 16 ქულით დაწინაურდა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მატჩში.
„ორლანდო“ 17 ოქტომბერს „ნიუ ორლეანსს“ დაუპირისპირდება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე