ტრენინგ-სემინარი ქართულ ჭიდაობაში, რომელიც ბათუმის სპორტის სასახლეში 4 დღის მანძილზე მიმდინარეობდა დასრულდა. ტრენინგ-სემინარების მიზანი აჭარაში მწვრთნელთა და მსაჯთა კვალიფიკაციის ამაღლება და მათი პროფესიულ დაოსტატება, ასევე სპორტული გარემოს გაჯანსაღება და მაღალი სტანდარტების დამკვიდრება იყო.
ტრენინგ-სემინარში საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წევრებიც მონაწილეობდნენ. სემინარები თეორიულ კურსთან ერთად, პრაქტიკულ მეცადინეობებსაც მოიცავდა, სადაც სპეციალისტებმა ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება საჭიდაო ხალიჩაზე გაუზიარეს. ღონისძიების დასასრულს, სემინარის მონაწილეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.