ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი FARA-სა და გრანტების შესახებ კანონზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
რაჟდენ კუპრაშვილმა კანონის აღსრულებისა და გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და შეხვედრის მონაწილე არასამთავრობოებს თანამშრომლობა შესთავაზა. მისი განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ნაბიჯებს სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
ორი დღის განმავლობაში, ბიუროს ხელმძღვანელი 400-მდე ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდება.