ინდოეთში მომხდარი ავიაკატასტროფის წინასწარი ანგარიში

12 ივლისი 2025, 11:57 178 ნახვა

ინდოეთში ავიაკომპანია „ეარ ინდიას“ კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ წინასწარი ანგარიში გამოქვეყნდა. შავი ყუთის მონაცემების მიხედვით, საწვავის საკონტროლო ორივე ღილაკი , რომლებიც ძრავების ჩართვისა და გამორთვისთვის გამოიყენება  ერთი პოზიციიდან მეორეში აფრენიდან მალევე გადაირთო, რამაც ორივე ძრავის ძალის დაკარგვა გამოიწვია.

ანგარიშში არსებული ხმოვანი ჩანაწერის მიხედვით, ერთი პილოტი მეორეს ეკითხევბა თუ რატომ შეცვალა კონტროლის ღილაკის პოზიცია, რაზეც მეორე პილოტი პასუხობს რომ მას ეს არ გაუკეთებია. ანგარიშში წერია, რომ თვითმფრინავსა და მის ძრავებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ხარვეზი არ აღმოჩენილა. უცხოური მედიის ცნობით, კონკრეტული დასკვნა წინასწარია და ფაქტზე გამოძიება კვლავ გრძელდება, თუმცა ფოკუსი ახლა პილოტების ქმედებებზე გადავა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში