დღეს ბათუმში ქალთა მსოფლიო თასზე მესამე რაუნდის ტაი-ბრეიქები გაიმართება. მერვედფინალის დარჩენილი 6 ადგილისთვის 12 მოჭადრაკე იბრძოლებს. მათ შორის ორი ქართველი მოჭადრაკე: ნანა ძაგნიძე და მერი არაბიძე. მსოფლიო თასის მესამე წრის მეორე ტური - მერი არაბიძემ ყაიმით დაასრულა. სამწუხაროდ დამარცხდნენ: ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილი. შეხვედრების პირდაპირი ტრანსლაცია ფიდეს ოფიციალურ გვერდზე მიმდინარეობს. ქალთა მსოფლიო თასს ბათუმი 5 ივლისიდან მასპინძლობს. შეჯიბრი საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაცია ასევე საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციები უწევენ ორგანიზებას. მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 150 მდე სპორტსმენი მონაწილეობს. შეჯიბრი 29 ივლისს უნდა დასრულდეს.