რუსეთის შორეულ აღმოსავლეთ კამჩატკის ნახევარკუნძულზე მომხდარმა 8.8 მაგნიტუდის მიწისძვრით გამოწვეული ცუნამის საფრთხის გამო ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის ოპერატორმა კომპანია ტეპკომ პერსონალის ევაკუაცია განახორციელა.
2011 წლის 11 მარტს მომხდარი 9 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 15 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და წარმოქმნილმა მასიურმა ცუნამიმ ელექტროსადგური დაანგრია და რადიოაქტიური კატასტროფა გამოიწვია. კამჩატკის სანაპიროსთან მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ცუნამის ტალღებმა აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს მიაღწია.
ამ დრომდე ცუნამის ყველაზე დიდი ტალღები დაფიქსირდა კალიფორნიის ჩრდილოეთ სანაპიროზე, სადაც ცუნამის შესახებ გაფრთხილება ძალაში რჩება. მიწისძვრის შედეგად ცუნამის საფრთხეა გამოცხადებული რუსეთსა და იაპონიაშიც. იაპონიაში 2 მილიონამდე ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა. ჰავაის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ყველა კომერციული ნავსადგური დახურა და მაუის კუნძულზე რეისები გააუქმა.