საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ლიეტუვასთან დამარცხდა

11 აგვისტო 2025, 09:03 81 ნახვა

ევრობასკეტისთვის მზადების პროცესში მყოფმა საქართველოს ნაკრებმა კაუნასში ლიეტუვის წინააღმდეგ საკონტროლო მატჩი გამართა და 54:77 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ალექსანდრ ჯიკიჩი აქამდე ჩატარებულ სამ შეხვედრაში თითო ლიდერს ასვენებდა.

პირველი შეხვედრა გამოტოვა ნატურალიზებულმა კამარ ბოლდუინმა, მეორეში გოგა ბითაძემ დაისვენა, ხოლო კაუნასში კაპიტან თორნიკე შენგელიას არ უთამაშია.

ამერიკიდან დაბრუნდა სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც წელს პირველი მატჩი გამართა და 15 ქულა ჩააგდო. 9 ქულა და 5 მოხსნა ჰქონდა ბექა ბურჯანაძეს, 8 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა საქართველოს ნაკრების ცენტრმა გოგა ბითაძემ, ხოლო გიორგი შერმადინმა შეხვედრა 6 ქულით და 5 მოხსნით დაასრულა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 14 აგვისტოს პოლონეთთან გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი