გიორგი კვერნაძის გოლმა „ფროზინონე" იტალიის თასის შემდეგ ეტაპზე გაიყვანა 

18 აგვისტო 2025, 09:09 97 ნახვა

გიორგი კვერნაძემ ახალი სეზონი გოლით გახსნა. ქართველმა თავდამსხმელმა იტალიის თასზე „მონცას“ გაუტანა და „ფროზინონე“ შემდეგ ეტაპზე გაიყვანა. კოპა იტალიის ოცდამეთორმეტედ ფინალური შეხვედრა ქართველის გუნდმა გასვლაზე ჩაატარა. გიორგი კვერნაძე სათადარიგოთა შორის იყო, მოედანზე კი 59-ე წუთზე შევიდა.

გამარჯვების გოლი მან 92-ე წუთზე გაიტანა და გუნდს იტალიის თასის მეთექვსმეტედფინალის საგზური მოუტანა.

იტალიის სერია B-ს სეზონს კვერნაძე 24 აგვისტოს დაიწყებს, „ფროზინონე“ „აველინოს“ უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში