საფეხბურთო კლუბი "გონიო" ორი ახალწვეულით გაძლიერდა

20 აგვისტო 2025, 10:19 326 ნახვა

ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარი "გონიო", რომელიც უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძვის, გაძლიერებას აგრძელებს. ამჯერად გუნდმა ორი ფეხბურთელი, პორტუგალიის სხვადასხვა დივიზიონებში, ასევე რუმინეთსა და კვიპროსულ კლუბებში მოთამაშე ავთანდილ ებრალიძე და ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი ვინისიუს ბელოტი დაიმატა.

იტალიის მოქალაქე ვინისიუს ბელოტი 26 წლისაა, ის ბოლოს ბრაზილიის რანგით მეორე ლიგაში „ამაზონის“ ღირსებას იცავდა. კარიერის მანძილზე უთამაშია პორტუგალიის „ბოავიშტას“ 17-წლამდელთა გუნდში, იტალიის „ფიორენტინას“ 19-წლამდელებში და ბულგარეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. ბრაზილიელი ფეხბურთელი ჩამოყვანა საქართველოში „მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის სახელობის ფეხბურთის ტურნირის საერთაშორისო ფონდის“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მახარაძე-პატარქალიშვილმა უზრუნველყო.

ბელოტი ბათუმში დღეს ჩამოფრინდა, დღესვე გაივლის სამედიცინო შემოწმებას და „გონიოსთან“ ერთს პლუს ერთი სისტემის კონტრაქტს გააფორმებს. როგორც თავად აცხადებს, მისი მიზანია გუნდს უმაღლეს ლიგაში გადასვლაში დაეხმაროს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი